Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=656655&print=yes&view=jobs
 
გისის და კადასტრის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გისის და კადასტრის სპეციალისტი
მომწოდებელი: მაგთიკომი
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო / ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
შპს "მაგთიკომის" ადმინისტრაციული მიმართულება აცხადებს ვაკანსიას გისის და კადასტრის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება;
** ტოპოგრაფიულ გეგმების მომზადება;
** ორთოფოტეობის მომზადება;
** ახალი და არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების ასახვა გისის ბაზაში;
** მოთხოვნისამებრ შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა დავალებების შესრულება;

მოთხოვნები და უნარები:

** შემდეგი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Arc GIS, Autocad, Adobe Acrobat, MS Office
** უმაღლესი განათლება/დიპლომირებული სპეციალისტი გეოდეზიის/არქიტექტორის პროფესიით
** დაკისრებული მოვალეობების პროფესიულად, ხარისხიანად, დროულად და სრულყოფილად შესრულება
** მოტივირებულობა, ახლის ძიებისა და განვითარების ინიციატივა
** კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი
** დროის სწორად განაწილებისა და ახლის სწრაფად ათვისების უნარები
** რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი

მონაცემები (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vakansia@magticom.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი.

vakansia@magticom.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "მაგთიკომის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე - vakansia@magticom.ge. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.

შპს "მაგთიკომი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია