დასახელება:
სტაჟირება - შესყიდვების დეპარტამენტი
|
მომწოდებელი:
ელმონტაჟი
|
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
|
შპს "ელმონტაჟი" აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტში, ავტოპარკის მიმართულებით.
სტაჟირების ფარგლებში გაიღრმავებთ პრაქტიკულ ცოდნას ავტოპარკის მართვის, შესყიდვების პროცესებისა და მონიტორინგის სფეროში. წარმატებულ კანდიდატს ექნება შესაძლებლობა სტაჟირების დასრულების შემდეგ გააგრძელოს კარიერა ჩვენს გუნდში.
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-6 თვე
ანაზღაურება: 800 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ადმინისტრაციულ და საორგანიზაციო პროცესებში დახმარება
** შესყიდვებთან და ავტოპარკის მართვასთან დაკავშირებულ ყოველდღიურ სამუშაოებში ჩართულობა
** საჭირო ინფორმაციის მოძიება, მოწესრიგება და კომუნიკაციაში მხარდაჭერა
** მონაცემების შეგროვება და მარტივი ანგარიშების მომზადებაში დახმარება
** გუნდის ზოგად ამოცანებში მონაწილეობა და სხვადასხვა პროცესის მონიტორინგში ჩართულობა
მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:
** უმაღლესი განათლება;
** Microsoft Excel-ისა და სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების (ინგლისური, ჩინური, რუსული) ცოდნა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის კარგი უნარი, როგორც წერილობითი, ისე ვერბალური;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია).
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა შესყიდვების და ავტოპარკის მართვის მიმართულებით;
** პრაქტიკული გამოცდილება კორპორატიულ გარემოში;
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@elmontage.ge.
|
|
|
|