Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=656638&print=yes&view=jobs
 
ტენდერი კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
თანდართული ფაილი: 656638_danarti_1435741.zip
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვთა, პირთა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვა, საზოგადოებაში ინკლუზიის და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა მათზე მორგებული სხვადასხვა სერვისების, პროგრამების განვითარების გზით.

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" (ს/კ 211348816) აცხადებს ტენდერს პროექტის "ადრეული ინტერვენციისა და ინკლუზიური განათლების სერვისების გაუმჯობესება სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის საქართველოში" ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან პარტნიორობითა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.

ტენდერის საგანია: კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ჩატარება ქალაქ გარდაბანში;
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის N1 (ს/კ N 81.15.29.434)
წინამდებარე სატენდერო განცხადებაზე თანდართული დანართი N1-ით (ტექნიკური დავალება/წინადადება) და დანართი N2-ით (ნახაზი), დანართიN3 (ინტერესთა კონფლიქტის დეკლარირება), დანართი N4 განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად:

პრეტენდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

** კომპანიის/ფიზიკური პირის შესახებ ინფორმაცია (დანართი N5);
** ორი სარეკომენდაციო წერილი წინა შესრულებულ სამუშაოზე;
** პრეტენდენტის მიერ შევსებული წინადადება (დანართი N1);

სამუშაოები/მიწოდება უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით.

იმ შემთხვევაში, თუკი საქონლის და მომსახურების მიწოდება/სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ (ებ)ის მეშვეობით, დაინტერესებული კანდიდატ (ებ)ის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნეს ქვეკონტრაქტორ (ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

პრეტენდენტი პასუხისმგებელია დამკვეთის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე მისი დასრულების შემდეგ მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

ტენდერში გამარჯვებულ პირს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთ) კალენდარული დღის ვადაში, შესაძლოა მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება (ამასთან, მოცემული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, გამარჯვებული პრეტენდენტი გამოაცხადოს დისკვალიფიცირებულად და უარი თქვას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე):

** შემსყიდველისათვის მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან ხელშეკრულების შესრულების გარანტია მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ოდენობით. გარანტიის მოქმედება 3 (სამი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
** განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან კომპანიის რეგისტრაციის შესახებ და საბანკო რეკვიზიტები დადასტურებული შესაბამისი ბანკის ბეჭდით;
** ინფორმაცია რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.
** ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
** გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";
** ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;

კანდიდატებს შეიძლება მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება, რაზეც ეცნობებათ დამატებით და განესაზღვრებათ შესაბამისი ვადა. წინამდებარე განცხადებაში აღნიშნულ ვადებში ამავე განცხადებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარუდგენლობა შეიძლება გახდეს ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის ან გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად, დაუყოვნებელი შეწყვეტის საფუძველი.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის ზოგადი შეფასების კრიტერიუმები პრიორიტეტულობის მიხედვით არის შემდეგი:

** ხარისხი - 50 %
** ღირებულება - 30 %
** ღირებულების გადახდის ვადა - 5%
** სამუშაოების შესრულების ვადა - 15 %

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადება თანდართულ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა ატვირთონ ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: dcfs.georgia@gmail.com 29 აგვისტოს 18 საათამდე;

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგმართეთ ელექტრონულ ფოსტაზე dcfs.georgia@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია