Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=656591&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების სპეციალისტის ასისტენტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტის ასისტენტი
მომწოდებელი: მზის პანელების საწარმო
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო / ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
მზის პანებების საწარმო ეძებს შესყიდვების სპეციალისტის ასისტენტს ქუთაისში.

ვაკანსიის მოკლე აღწერა:

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს შესყიდვების სპეციალისტის ასისტენტის პოზიციაზე. ასისტენტი დაეხმარება ჩვენს გუნდს შესყიდვების პროცესის ეფექტურ მართვაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ადგილობრივი მომწოდებლების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება.
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია და გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება.
** შეკვეთების დროული და ეფექტური მიტანის უზრუნველყოფა (საჭიროების შემთხვევაში, მომწოდებლებთან ვიზიტით).
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების უნარი.
** ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება.
** მართვის მოწმობა.
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: sofogelashvili123@gmail.com და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია