Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=656588&print=yes&view=jobs
 
პროექტის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ლოკო ალიანსი
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო / ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
სამშენებლო კომპანია "ლოკო ალიანსი", რომელიც ოპერირებს სარემონტო/სამშენებლო სფეროში, აცხადებს ვაკანსიას პროექტის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ვალდებულებები:

** ადგილზე ან ონლაინ შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება (მათ შორის განრიგის გადახედვა ცვლილებების შემთხვევაში და მონაწილე მხარეებისთვის შეტყობინება), შეხვედრის თარიღისა და დროის შეთანხმება ძირითადი მონაწილეებთან.
** პროექტთან დაკავშირებული საკითხების ოქმების წარმოება, ამოცანების შესრულებისა და დადგენილი ვადების დაცვის კონტროლი. მიღებული უკუკავშირის საფუძველზე ოქმების განახლება.
** პროექტის მონაწილეებისა და შემსრულებლების კოორდინაცია, იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა მონაწილე ინფორმირებული იყოს.
** ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა.
** დოკუმენტების მართვა: ტექნიკური დავალებების შედგენა კონტრაქტორებისთვის, კონტრაქტების ადმინისტრირება და დასასრულებელი დოკუმენტების შეგროვება.
** მენეჯმენტის სხვა დავალებების შესრულება, საქმიანობის ფარგლებში.

მოთხოვნები:

** მინიმუმ პროფესიული სასწავლებლის ხარისხი მსგავსი მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მშენებლობის ან რეკონსტრუქციის პროექტებში ან შესაბამისი პროცესების კარგი ცოდნა.
** პროგრამები: MS Project, Primavera, Asana, Jira, Notion, MS Office (ან სწავლის სურვილი).
** უნარ-ჩვევები და კომპეტენციები: პროაქტიული დამოკიდებულება, პასუხისმგებლობიანი, დისციპლინირებული, შედეგზე ორიენტირებული.
** ენები: რუსული და ქართული სავალდებულო. ინგლისური - უპირატესობად ჩაითვლება.
** სასურველია PMP/IPMA სერტიფიკატები, ასევე WBS-ის (Work Breakdown Structure) ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ჩუღურეთი
** სახელფასო რეინჯი: 1500 - 2000 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე - besmartvacancy@gmail.com.

გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "პროექტის ადმინისტრატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია