Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქიში" ვეძებთ შესყიდვების სპეციალისტს და მისი ფუნქციები იქნება:

** შესყიდვების განხორციელება კომპანიაში დამტკიცებული პროცედურის/პოლიტიკის შესაბამისად
** დაკვეთის/მოთხოვნის მიღება და დამუშავება (ტექნიკური სპეციფიკაციების დაზუსტება დამკვეთთან);
** დაკვეთის/მოთხოვნის მიხედვით, ინფორმაციის მოძიება პროდუქციის (მასალები/მომსახურება) მწარმოებლების შესახებ; კონკურენტების ფასისა და ხარისხის შედარება;
** დაკვეთის/მოთხოვნის მიხედვით, ბაზრის კვლევა და პოტენციურ მომწოდებლებთან პირობების დაზუსტება;
** შესყიდული პროდუქციის ხარისხის კონტროლი - საჭიროების შემთხვევაში მასალების მომწოდებლისთვის დაბრუნების უზრუნველყოფა;
** საერთაშორისო მომწოდებლებისგან შესყიდვების განხორციელება;
** მომწოდებელთან სახელშეკრულებო პირობებზე მოლაპარაკება;
** შესყიდვების ამსახველი დოკუმენტაციის უზრუნველყოფა და შენახვა;
** შესყიდვების ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია - ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** შესყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების წარმოების გამოცდილება;
** სასურველია სამშენებლო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია, ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე