Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ტანსაცმლის ბრენდი დეკოლტე
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
ქალის ტანსაცმლის და აქსესუარების მაღაზია "Decollete" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში;
** სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე.

სამუშაო გრაფიკი:

** სრული განაკვეთი - კვირაში 40 სთ;
** 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება;
** ცვლები: 10:00-დან 19:00-მდე, 12:00-დან 21:00-მდე

ადგილმდებარეობა:

** გლდანი, ხიზანიშვილის 108
** საბურთალო, ცინცაძის 12

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის კონსულტაცია და პროდუქციის შეთავაზება;
** აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა და ნაშთების კონტროლი;
** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების სწორად და დროულად განთავსება;
** სალარო ოპერაციების შესრულება;

აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება ფიქსირებული - 900₾ + ბონუსი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: decolleteltd@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მოლარე-კონსულტანტი".

ან შეავსოთ ჩვენი ფორმა https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScZOHJWXaGA_xzo3hJc0eac6uqaVWh1JE7nIWyobGln3T3pdw/viewform?usp=preview

ჩვენი სოციალური ქსელებია:

https://www.facebook.com/share/1M9vEgHNdg/
https://www.instagram.com/decollete_store?igsh=NTI4bmdxMml0MmUz
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე