Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=656424&print=yes&view=jobs
 
სტაჟირების პროგრამა წარმოების მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირების პროგრამა წარმოების მიმართულებით
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

PepsiCo უკვე ზედიზედ მერვე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

არ გაუშვა შანსი განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟიორი წარმოების მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად!

მოკლე აღწერა:

წარმოება - ეს არის ფუნქცია, სადაც უწყვეტ რეჟიმში იწარმოება ხარისხიანი და მოთხოვნადი პროდუქცია, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, სადაც დანერგილია თანამედროვე საწარმოო ხაზები და მუშაობს მეგობრული და მოტივირებული გუნდი.

რა ამოცანები დგას სტაჟიორის წინაშე:

** რძის პროდუქტების ქარხანაში საწარმოო პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების განხორციელება
** შედეგებისა და დანაკარგების ანალიზი, გაუმჯობესების წინადადებების მომზადება
** საწარმოს განვითარების პროექტებში მონაწილეობა
** პროდუქციის გამოშვების გუნდებთან ერთად მუშაობა
** კომპანიის საწარმოო პროცესებისა და სტანდარტების ცოდნის გაღრმავება

პროგრამის დასრულების შემდეგ:

** მიიღებ სამუშაო გამოცდილებასა და ცოდნას საერთაშორისო კომპანიის თანამედროვე წარმოებაში
** შეიძენ ადამიანებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს
** ისწავლი როგორ დაინერგოს საუკეთესო საწარმოო პრაქტიკები და სხვადასხვა პროექტები

ვის ვეძებთ:

** უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი კურსდამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები სურსათის წარმოების ტექნოლოგიის მიმართულებით
** უცხო ენების ფლობა: ინგლისური B2+ დონეზე
** რძის პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიისა და ეტაპების საბაზისო ცოდნა
** სრული განაკვეთით მუშაობის შესაძლებლობა 2025 წლის სექტემბრიდან

რას გთავაზობთ:

** პეპსიკოს გუნდის მხარდაჭერა;
** ღირსეული ანაზღაურება - 1600 ლარი;
** სიღრმისეული ფუნქციონალური განვითარება კომერციული მიმართულებით;
** წარმატებული კარიერის შექმნისათვის საჭირო კრიტიკული კომპეტენციების განვითარება;
** საინტერესო დავალებები და რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა.

დაინტერესდი?

გაიარე რეგისტრაცია და მიიღე მონაწილეობა კონკურსში. PepsiCo GO პროგრამებზე შერჩევა წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია