დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
Loyal Partners
|
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
|
კომპანია Loyal Partners აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
Loyal Partners აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 100-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას უწევს მაღალკვალიფიციურ ფინანსურ მომსახურებას.
ჩვენი მისიაა პროფესიონალიზმით, ეთიკური სტანდარტებითა და ინოვაციური მიდგომით დავეხმაროთ კლიენტებს ფინანსური პროცესების ოპტიმიზაციასა და ბიზნეს მიზნების მიღწევაში.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 45
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა მუშაობის გამოცდილება (სასურველია Fina; Balance);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** დაქვემდებარებული თანამშრომლის მიერ შესრულებული გატარებების გადამოწმება (ბანკი/რს);
** საჭირო დოკუმენტების/ინფორმაციის რეპორტის მომზადება დამკვეთთან წარსადგენად;
** საბუღალტრო ბაზის მართვა და გატარებების სრულყოფა;
** საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: support@loyalpartners.ge
სათაურის (subject) ველში მიუთითეთ "ბუღალტერი".
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|