დასახელება:
სამედიცინო დირექტორი
|
მომწოდებელი:
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
|
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
|
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დირექტორის პოზიციაზე.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com/
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00 საათიდან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ჰოსპიტლის იდეოლოგიის, მისიის, მიზნებისა და ამოცანების მხარდაჭერა;
** ჰოსპიტლის პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად მუშაობა;
** ჰოსპიტლის ეთიკური ბიზნეს ქცევის სტანდარტების დაცვა;
** პაციენტების პირადი ცხოვრების, ღირსებისა და კონფიდენციალურობის უფლებების პატივისცემა;
** მონაწილეობა საავადმყოფოს კომიტეტებში, შეხვედრებში, მომსახურებასა და აქტივობებში;
** სამედიცინო პერსონალისა და პაციენტის ზრუნვაზე პასუხისმგებელი პერსონალის მიერ, შესაბამისი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დამკვიდრების, შენარჩუნების, მუდმივი გაუმჯობესებისა და აღსრულების უზრუნველყოფა;
** მმართველი ორგანოსთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ეფექტურობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;
** ყოველდღიური ოპერაციების სამედიცინო საკითხების ზედამხედველობა;
** პაციენტზე ზრუნვის გასაუმჯობესებლად დაწესებულების სამედიცინო პოლიტიკის დახვეწა და ხელმძღვანელობა;
** ყოველდღიურ რეჟიმში ჰოსპიტლის შემოვლა, პაციენტზე ზრუნვის გარემოს ანალიზი;
** ექიმებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პოლიტიკის საკითხებზე, აღმასრულებელი დირექტორისა და მმართველი ორგანოსთვის კონსულტაციის გაწევა. საჭიროების შემთხვევაში, მენეჯმენტისა და მმართველი ორგანოს კომიტეტებში მონაწილეობა;
** საერთაშორისო სტანდარტებისა და ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;
** სამედიცინო პერსონალის სამუშაოს დაგეგმვის, შეფასებისა და ვალიდაციის ეფექტური სისტემების უზრუნველყოფა;
** სამედიცინო პერსონალსა და მმართველ ორგანოს შორის დამაკავშირებელი რგოლის როლის შესრულება;
** ჰოსპიტლისთვის ექიმების რესურსების დაგეგმვა და ექიმის დაქირავების, შერჩევისა და შენარჩუნების პროცესში მონაწილეობა;
** სამედიცინო განათლების სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების ხელმძღვანელობა, რომელიც შეესაბამება საავადმყოფოს სტრატეგიებს;
** აღმასრულებელ დირექტორთან თანამშრომლობით, ადამიანური, ფინანსური, სივრცითი, ფიზიკური და კლინიკური რესურსების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიურად ეფექტური გაუმჯობესებისთვის;
** ვალდებულია შეასრულოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები, რომლებსაც მას ბრძანების სახით გაუგზავნის აღმასრულებელი დირექტორი, საავადმყოფოს ხელმძღვანელი.
** ვალდებულია განახორციელოს ანტიკორუფციული კონტროლი, გამოავლინოს და თავიდან აიცილოს საეჭვო ტრანზაქციები საქონლისა და მომსახურების მიმწოდებლებთან, ასევე საავადმყოფოს ექიმებთან.
** აღმასრულებელი დირექტორის მიერ დაკისრებული სხვა სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მაგისტრის ხარისხი (სასურველია დოქტორის ხარისხი) აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულებიდან;
** 10+ წლიანი კლინიკური გამოცდილება. სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს +5 წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე მრავალპროფილურ, არანაკლებ 50 საწოლიან კლინიკაში;
შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა:
** საქართველოს კანონი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ"
** საქართველოს კანონი "გენდერული თანასწორობის შესახებ"
** საქართველოს კანონი "სამედიცინო საქმიანობის შესახებ"
** საქართველოს კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ"
** საქართველოს კანონი "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ"
** საქართველოს კანონი "პაციენტის უფლებების შესახებ"
** საქართველოს კანონი "თამბაქოს კონტროლის შესახებ"
** საქართველოს კანონი "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ"
** მინისტრის ბრძანება საავადმყოფოებისთვის სამედიცინო ლიცენზიის გაცემის პროცედურისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების შესახებ
** სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტის უსაფრთხოების შეფასების სისტემების გაუმჯობესება (მინისტრის ბრძანება)
** სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლების მქონე სამედიცინო პერსონალის სია და შესაბამისი განათლების დეტალები (მინისტრის ბრძანება)
** სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების პროცედურა - მინისტრის ბრძანება #108, 2009 წლის 19 მარტი
კომპიუტერული უნარები: MS Office (Word, Excel, Outlook, Visio, Microsoft Project
ენების ცოდნა:
** ქართული - თავისუფლად
** ინგლისური - C1
პიროვნული უნარები:
** სტრატეგიული დაგეგმვისა და მენეჯმენტის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და კონფლიქტების მოგვარების უნარი
** საჯარო გამოსვლების უნარი
** მოწინავე ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ლიდერობის უნარები
** პროექტის მართვის უნარი
** ცვლილებების მართვის უნარი
** მიზნის მისაღწევად ოპერაციული პროცესის ოპტიმიზაციის უნარი
** დროის მართვის უნარი
** დაქვემდებარებულთა განვითარების, შეფასებისა და მოტივაციის უნარი
** გუნდური მუშაობისა და მართვის უნარი
** კრიზისების მართვის უნარი
** რისკების მართვის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: ht@ahtbilisi.com.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" pdpo@ahtbilisi.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
|
|
|
|