Робота для біженців з України
მონიტორინგის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგის ოპერატორი
მომწოდებელი: OnePrice
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
მაღაზიათა ქსელი OnePrice არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც წარმოადგენს 20-ზე მეტ ფილიალს საქართველოს მაშტაბით. OnePrice მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და დაბალ ფასებს. https://oneprice.ge/

"OnePrice" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე:

სტრუქტურული რუქა:

უშუალო მენეჯერი - ვიდეო მონიტორინგის ხელმძღვანელი;
სამუშაო განაკვეთი/გრაფიკი: სრული, არასტანდარტული;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას #64;
ანაზღაურება - მოლაპარაკების შედეგად;

ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებულ სავაჭრო ობიექტებზე ონლაინ რეჟიმში ვიდეო-მონიტორინგის განხორციელება;
** დისციპლინარული და სხვა სახის დარღვევების აღრიცხვა და დაფიქსირება;
** სავაჭრო ობიექტზე ნებისმიერი პირის მხრიდან უკანონო ან/და კომპანიისთვის ზიანის მომტანი ქმედების იდენტიფიცირება, ფაქტის შესაბამისი წესით აღრიცხვა და შესაბამისი უფლებამოსილიპირების ინფორმირება;
** სალაროების მუშაობის მონიტორინგი და განსაზღვრული წესებიდან/პროცედურებიდან გადახვევის შემთხვევაში ობიექტის მენეჯერის ინფორმირება;
** უფლებამოსილი პირის მიერ თხოვნის შესაბამისად ვიდეო ჩანაწერების გადახედვა, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშის მიწოდება;
** დაზიანებული ანდა დაკარგული პროდუქციის მოძიება და ჩანაწერების გამზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც რადიკალურად არ უნდა განსხვავდებოდეს მის მიერ შესასრულებელი საქმიანობისგან;

მოთხოვნები

** აღნიშნულ პოზიციაზე მინიმ 1 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ქსელურ მაღაზიაში მუშაობას);

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** სტაბილურ კომპანიაში მუშაობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კვირაში 40 საათიანი სამუშაო განაკვეთი;
** პროფესიული განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობა;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას #64ა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@oneprice.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე : 599040402; 558606487

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 29 აგვისტო 2025წ.

** გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე