Робота для біженців з України
ელექტრონიკის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრონიკის ინჟინერი
მომწოდებელი: ელექტროსკუტერების კომპანია
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
ელექტროსკუტერების კომპანია აცხადებს ვაკანსიას ელექტრონიკის ინჟინრის პოზიციაზე.

ჩვენ ვქმნით მომავლის ქალაქის ტრანსპორტის ინფრასტრუქტურას და გვჭირდება გამოცდილი ელექტრონიკის სპეციალისტი, რომელიც თავის თავზე აიღებს ელექტროსკუტერების დიაგნოსტიკასა და კომპონენტურ შეკეთებას: კონტროლერები, პლატები, კონექტორები, SMD სოლდერი, ჩიპების შეცვლა და ა.შ.

მისამართი: თბილისი, ჩერქეზაშვილის ქ.12 გრაფიკი: 5/2 ან 6/1
9:00-18:00 ანაზღაურება: 5/2 - 1800 ლარი
6/1- 2000 ლარი გამოსაცდელი ვადის შემდეგ 2500 ლარი

სამუშაო მოვალეობები:

** ელექტროსკუტერების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
** გეგმიური და არაგეგმიური ტექნიკური შემოწმებების ჩატარება
** პლატებისა და ელექტრონული კომპონენტების დიაგნოსტიკა და შეკეთება (ეკრანები, ბორტკომპიუტერები, კონტროლერები, აკუმულატორები, ძრავიანი ბორბლები)
** ელექტრონული კომპონენტების შედუღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ელექტრონული პლატების და კომპონენტების მუშაობის პრინციპების საბაზისო ცოდნა
** გამოცდილება დიაგნოსტიკასა და რემონტში (SMD კომპონენტების შედუღება, მულტიმეტრის და სხვა ინსტრუმენტების გამოყენება)
** სასურველია ლითიუმ-იონური ბატარეების (Li-ion 18650) და საკონტაქტო შედუღების გამოცდილება
** პლატების შედუღების გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული ზრდის შესაძლებლობას კომპანიაში
** ხელფასის სტაბილური გადახდა თვეში ორჯერ
** კორპორატიული სწავლება
** სამუშაო პირობები და ყველა საჭირო ინვენტარი (ინსტრუმენტები, ინდივიდუალური სამუშაო ადგილი)

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე 557409302 ან გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV ელფოსტაზე: otkhozoriameri@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე