Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=656329&print=yes&view=jobs
 
ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ზოგადი აღწერა:

ფინანსური ანალიტიკოსი პასუხისმგებელია კომპანიის ფინანსური საქმიანობის ანალიზზე, ბიუჯეტირების პროცესის მართვაზე და ხარჯების კონტროლზე. ის უზრუნველყოფს მონაცემების საფუძვლიან ანალიზს, მუშაობს კომპანიასთან დაკავშირებულ ფინანსურ და ადმინისტრაციულ სტრუქტურებთან და მხარს უჭერს ორგანიზაციის ფინანსური რესურსების ეფექტურ მართვას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წლიური და კვარტალური ბიუჯეტების შედგენა.
** ბიუჯეტირების პროცესის კოორდინაცია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან.
** დაგეგმილი და ფაქტობრივი ბიუჯეტის შედარება და ანალიზი.
** კომპანიის ხელმძღვანელობისთვის ბიუჯეტთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება.
** ხარჯების მონიტორინგი და კონტროლი.
** მიმდინარე ხარჯების რეგულარული ანალიზი.
** ბიუჯეტური გადახრების გამოვლენა და შეფასება.
** ხარჯების მონიტორინგი, აღრიცხვა და ანალიზი.
** არაგეგმური და გადაჭარბებული ხარჯების დროული გამოვლენა.
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და ანალიზი.
** ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი.
** ტენდენციების, რისკებისა და შესაძლებლობების იდენტიფიკაცია.
** ფინანსური პროგნოზების შედგენა.
** აქტიური კომუნიკაცია ბუღალტერიასთან ფინანსური მონაცემების დაზუსტებისა და შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
** მჭიდრო თანამშრომლობა შესყიდვების სამსახურთან ხარჯების დაგეგმვისა და კონტროლის პროცესში.
** სახელფასო ტრენინგებისა და ღონისძიებებისთვის ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში თანამშრომლობა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან.
** საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა ტენდერებისა და შესყიდვების დაგეგმვაში ფინანსური კუთხით.
** სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა საჭიროების შესაბამისად.
** მონაცემთა გაცვლა და დავალებების მართვა და კოორდინაცია.
** მიწოდებული სერვისების შეფასება და უკუკავშირის მიწოდება.
** კონტრაქტორისგან მიღებული ანგარიშგების ანალიზი და მათ საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება

მოთხოვნები (კვალიფიკაცია):

** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან მსგავს სფეროში
** ფინანსურ ანალიტიკაში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ბიუჯეტირების, ანგარიშგებისა და ფინანსური ანალიზის გამოცდილება
** Excel-ის და ფინანსური პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ძლიერი კომუნიკაციური უნარები და გუნდურ მუშაობაში ჩართულობა

პასუხისმგებლობები და შეფასება: ფინანსური ანალიტიკოსი ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციული დირექტორის წინაშე. მისი საქმიანობა შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

** ბიუჯეტის მომზადების ხარისხი და დროულობა
** ხარჯვის კონტროლის ეფექტიანობა
** ფინანსური ანგარიშგებების სიზუსტე
** შიდა კომუნიკაციისა და კოორდინაციის ხარისხი
** ინიციატივა პროცესების გაუმჯობესებაში

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: companyvacancy2025@gmail.com. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია