Робота для біженців з України
ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი
მომწოდებელი: საერთაშორისო სამედიცინო მოლი
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
"საერთაშორისო სამედიცინო მოლი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი, საქართველო - საერთაშორისო სამედიცინო მოლი

ჩვენს შესახებ: ჩვენ ვაშენებთ ინოვაციურ მრავალპროფილურ ჰოსპიტალს - სივრცეს, რომელიც აერთიანებს მედიცინის, ტექნოლოგიებისა და ხარისხიანი მოვლის უმაღლეს სტანდარტებს. ვეძებთ მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ სტაფს, რომელიც შეუერთდება ჩვენს პროფესიონალ გუნდს და მიიღებს მონაწილეობას პროექტის განვითარების პროცესში.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტისთვის ხარისხიანი და სტანდარტებზე დაფუძნებული საექთნო მომსახურების მიწოდება
** სამედიცინო დოკუმენტაციის სწორი წარმოება
** საექთნო მანიპულაციების შესრულება
** საექთნო პრაქტიკის ფარგლებში დადგენილი პროცედურების დაცვა
** გუნდთან კოორდინირებული მუშაობა ყოველდღიური პროცესების ეფექტურად მართვისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ექთნის დიპლომი და მოქმედი სერტიფიკატი შესაბამის დარგში
** სამუშაო გამოცდილება საექთნო მიმართულებით
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობიანი მიდგომა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი და თანამშრომლობის მზაობა

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარებისა და პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას
** თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს
** თანამშრომელთა გადამზადებისა და მუდმივი განათლების პროგრამებს, როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო მიმართულებით
** თანამშრომლობაზე ორიენტირებულ, მეგობრულ და მაღალპროფესიონალურ გუნდს
** კონკურენტულ ანაზღაურებასა და სტაბილურ სამუშაო პირობებს

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: e.kukuladze@medicalmall.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე