დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯი თი გრუპი
|
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
|
კომპანია "ჯი-თი გრუპ"-ი აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე მარკეტინგის დეპარტამენტში.
"ჯი-თი გრუპ"-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://www.gtgroup.ge
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #216;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00 - 18:00 სთ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, კომუნიკაციების, ჟურნალისტიკის ან მსგავს სფეროში;
** არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება სოციალური მედიის მართვაში;
** სასურველია გლობალურ ან/და ადგილობრივ ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება B2B ინდუსტრიაში ან მულტიბრენდულ კომპანიაში;
** ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;
** Canva-ს ან მსგავს პროგრამების პროფესიული დონეზე ფლობა ვიზუალური კონტენტის შესაქმნელად;
** Facebook Business Manager, Instagram Creator Studio, LinkedIn Campaign Manager-ის ცოდნა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სოციალური მედია არხებისთვის (Facebook, Instagram, Linkedin და სხვ. არხები) საკომუნიკაციო სტრატეგიის შედგენა, მასზე დაყრდნობით კომუნიკაციის გეგმის შედგენა და განხორციელება;
** კონტენტ-კალენდარის შემუშავება და მისი შესრულება კვარტალური მიზნების შესაბამისად;
** გლობალური კონტენტის ანალიზი და მისი ადაპტაცია ადგილობრივ აუდიტორიაზე;
** კონტენტის სინქრონიზაცია სხვადასხვა ბრენდებს შორის და საკომუნიკაციო სტილის თანხვედრის უზრუნველყოფა;
** ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებისა და ტენდენციების ანალიზი ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად;
** ბრენდის პოზიციონირებასთან შესაბამისი კონტენტის შექმნა და სოციალურ მედიაში პოსტების გამოქვეყნება;
** ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენების ანალიზი, არსებული ტრენდების დასადგენად და ბრენდის პოზიციონირების შესანარჩუნებლად;
** ბრენდის ვიზუალური გაიდლაინების დაცვა — დიზაინერისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება და ვიზუალების ხარისხის მონიტორინგი;
** ბრენდის ციფრული იმიჯის მონიტორინგი და რეკომენდაციების მომზადება იმიჯის გაუმჯობესების მიზნით;
** სოციალური მედიის შედეგების რეგულარული მონიტორინგი (კვირის და თვის ჭრილში), რეპორტების მომზადება და გუნდისთვის გაზიარება - ეფექტურობის გაზრდის მიზნით;
პიროვნული უნარები:
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის მართვის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჯი-თი გრუპ"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|