Робота для біженців з України
ამბულატორიული სერვისების დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ამბულატორიული სერვისების დირექტორი
მომწოდებელი: ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ამბულატორიული სერვისების დირექტორის პოზიციაზე.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com/

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00 საათიდან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეიმუშაოს ამბულატორიული დეპარტამენტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები და მიზნები, უზრუნველყოს შესრულების კონტროლი;
** ჯეროვნად უხელმძღვანელოს და კოორდინაცია გაუწიოს ამბულატორიული დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალს;
** იზრუნოს სტრატეგიული ხედვების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს ამბულატორიული დეპარტამენტის გამართულ ფუნქციონირებას;
** უზრუნველყოს დეპარტამენტში სამედიცინო სერვისების სრულყოფილი, უწყვეტი და კოორდინირებული მიწოდება;
** შეიმუშაოს და დანერგოს სტანდარტული ოპერირების პროცედურები ამბულატორიულ დეპარტამენტში, ჰოსპიტალში მოქმედი საერთაშორისო (JCI) სტანდარტების შესაბამისად;
** უზრუნველყოს ამბულატორიული დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალის სამუშაოს შეფასების პროცესის მართვა;
** შეიმუშაოს პაციენტთა ნაკადების მოძრაობის გეგმა და იზრუნოს პროცესის ოპტიმიზაციაზე;
** აკონტროლოს და ზედამხედველობა გაუწიოს დეპარტამენტში სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას;
** უზრუნველყოს დეპარტამენტში მედიკამენტებისა და სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივების (ტექნიკური საშუალებები; აპარატურა და სხვა) კონტროლი და ზედამხედველობა; უზრუნველყოს მათი შეძენის ორგანიზება;
** იზრუნოს ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე;
** უზრუნველყოს დეპარტამენტში ნოზოკომიური ინფექციების, ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დაცვაზე კონტროლი, ნარჩენების მართვის, რადიაციული უსაფრთხოებისა და სამედიცინო დაწესებულებებისადმი წაყენებული სხვა მოთხოვნების შესრულება;
** ვალდებულია შეასრულოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები, რომლებსაც მას ბრძანების სახით გაუგზავნის გენერალური დირექტორი - საავადმყოფოს ხელმძღვანელი;
** ვალდებულია განახორციელოს ანტიკორუფციული კონტროლი, გამოავლინოს და შეაჩეროს საეჭვო ტრანზაქციები საქონლისა და მომსახურების მიმწოდებლებთან, ასევე საავადმყოფოს ექიმებთან;
** უზრუნველყოს შვიდდღიანი სამუშაო გრაფიკი და გაზარდოს ამბულატორიული კლინიკის მომგებიანობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მედიცინის, ბიზნეს ადმინისტრირების, ჯანდაცვის მენეჯმენტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა C1S დონეზე

პიროვნული უნარები:

** გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** ინფორმაციის შეგროვებისა და გაანალიზების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: ht@ahtbilisi.com.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" pdpo@ahtbilisi.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე