Робота для біженців з України
დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ანიგოზი
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
"ანიგოზი" კაკლისა და სხვა კაკლოვანი პროდუქტების გადამუშავებასა და დისტრიბუციას ახორციელებს საქართველოს ბაზარზე.

"ანიგოზი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ლილოს მიმდებარე ტერიტორია, ლოჭინის ხიდებთან
საქმიანობის სფერო: დისტრიბუცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია დისტრიბუტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა: B კატეგორია (მექანიკა);
** ავტომობილის მართვის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
** სასურველია თბილისის ქუჩების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა

მოვალეობები:

** წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე პროდუქციის მიწოდება;
** ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
** შეკვეთების დროული და უსაფრთხო დისტრიბუცია;
** ქარხანაში ყოფნისას, საჭიროებიდან გამომდინარე საწყობის თანამშრომლებისთვის დახმარების გაწევა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: info@anigozi.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დისტრიბუტორი", ან დაგვიკავშირდეთ აღნიშნულ ნომერზე +995 599 436 713

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2025 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით.

კომპანია "ანიგოზი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე