Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=656261&print=yes&view=jobs
 
საწარმოს ცვლის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოს ცვლის უფროსი
მომწოდებელი: მეგაპალსტი
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
პლასტმასის შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია შპს "მეგაპლასტი" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს ცვლის უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების პროცესის უწყვეტობის და ხარისხის უზრუნველყოფა
** ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და ოპერატიული რეაგირება
** ცვლის გუნდის მართვა და მოტივაცია
** წარმოების გეგმების შესრულებაზე კონტროლი
** აღჭურვილობის ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი
** დისციპლინის, შრომის უსაფრთხოებისა და ტექნიკური სტანდარტების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება (სასურველია ინჟინერია, მექანიკა ან ელექტრო სისტემები)
** მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება წარმოების ან ტექნიკურ პოზიციაზე
** ტექნიკური აღჭურვილობის და მანქანა დანადგარების სწრაფად ათვისების უნარი
** ცვლაში მუშაობის მზაობა
** ინგლისური ენის მომხმარებლის დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (სასურველია);
** სასურველი ასაკი: 20 წლიდან-50 წლამდე;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა;
** საწარმოში დანერგილი ჰიგიენისა და საწარმოო სტანდარტების დაცვა;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ფეიქართა ქ. #14
დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ ან რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: hr@shvidimeat.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საწარმოს ცვლის უფროსი.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 სექტემბერი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) "მეგაპლასტში". თქვენი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია