დასახელება:
დასუფთავების თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ხედი
|
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
|
სასტუმრო "ხედი" მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან და მშვიდობის ხიდთან ახლოს.
სასტუმრო სრულად ამართლებს თავის სახელს, რადგან მისი ოთახებიდან იშლება პანორამული ხედები ძველი ქალაქის სახურავებისა და თანამედროვე უბნების, მტკვრისპირა სანაპიროსა და ქალაქის მიმდებარე მთებზე.
ერთი სიტყვით, იდეალური ადგილია ძველი თბილისის სულის შესაგრძნობად.
სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 60 ნომერი, პანორამული რესტორანი, სუში-ბარი, საკონფერენციო დარბაზი, ღონისძიებების დარბაზი, ფიტნეს კლუბი და სპა.
სასტუმრო "ხედი", აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, (ავლაბარი, ქეთევან წამებულის გამზირი 24)
სამუშაო გრაფიკი: 2/2
ძირითადი მოვალეობები:
** ოთახების და/ან საზოგადოებრივი სივრცეების დასუფთავება სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** მენეჯერის მიერ მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
** კომპანიის უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და ამ პროცედურების გათვალისწინებით მოვალეობის შესრულება.
უნარები:
** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@khedihotel.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - დიასახლისი ან დაგვიკავშირდით ნომერზე - 575 778 770.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ხედმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|