დასახელება:
სხვადასხვა
|
მომწოდებელი:
რესტორანი ფასანაური
|
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
|
რესტორანი ფასანაური, გუდაურში აცხადებს ვაკანსიებს:
1. რესტორნის მენეჯერი
მოვალეობები:
** დაქვემდებარებული დეპარტამენტების გამართულად და შეუფერხებლად მუშაობა;
** კომუნიკაცია დისტრიბუტორებთან;
** სამუშაო პროცესის ორგანიზება;
** მომსახურების სტანდარტის დაცვა;
** თანამშრომლებისთვის დადგენილი ეთიკის ნორმების კონტროლი;
** ეფექტური განრიგების შედგენისა და დავალებების სწორად დელეგირების უზრუნველყოფა;
** რესტორანში უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** რესტორნის სისტემების გამართულობის უზრუნველყოფა და საჭიროებისამებრ სწრაფი კომუნიკაცია ტექნიკურ განყოფილებასთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ენერგიული, პუნქტუალური, ორგანიზებული, კომუნიკაბელური;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
** ყურადღებიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული.
სასტუმრო უზრუნველყოფს კვებით და საცხოვრებლით.
გთავაზობ კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ანაზღაურება: 2000ლ + %
2. ჭურჭლის მრეცხავი
ძირითადი მოვალეობები:
** ჭურჭლის, ინვენტარის და სამზარეულოს ტექნიკის რეცხვა და სისუფთავის დაცვა
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და სანიტარული ნორმების დაცვა
** ნარჩენების სწორად მართვა და გატანა
** საჭიროების შემთხვევაში სამზარეულოს პერსონალის დახმარება
მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სისუფთავეზე ორიენტირებული მიდგომა
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
რას გთავაზობთ:
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს კომპანია უზრუნველყოფს კვებითა და საცხოვრებლით; გთავაზობთ კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
3. საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობის ეფექტური მართვა და მასალების მოძრაობის კონტროლი
** მარაგების აღრიცხვა, შევსება და მონაცემების ზუსტი დაფიქსირება
** მიღება/გაგზავნის პროცესების ორგანიზება და დოკუმენტაციის წარმოება
** ინვენტარიზაციის დაგეგმვა და ჩატარება
** საწყობის უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვა
** თანამშრომლების კოორდინაცია და მართვა
მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საწყობში ან ლოგისტიკის სფეროში
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel და სასაწყობე პროგრამები)
** ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული
** ფიზიკური გამძლეობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
სასტუმრო უზრუნველყოფს კვებითა და საცხოვრებლით; გთავაზობთ კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
4. საუზმის მზარეულის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კერძების მომზადების უზრუნველყოფა, წინასწარ შედგენილი კალკულაციისა და სტანდარტების შესაბამისად
** საუზმე-ვახშმის მომზადება სტანდარტების შესაბამისად
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობა სხვა თანამშრომლებთან ერთად;
** დისციპლინისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** მუდმივი ზრუნვა კერძების ვიზუალურ მხარესა და ხარისხზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
** აუცილებელია სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება.
** სამზარეულო ინგრედიენტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სამზარეულოს კერძების მომზადების წესის სრულფასოვნად ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა
5. რესტორნის დიასახლისის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ტერიტორიის ყოველდღიურად დასუფთავება, სტანდარტების შესაბამისად;
** რესტორის დასუფთავება შესაბამისი სტანდარტებით;
** ზედამხედველის მიერ მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
** აღჭურვილობის საღ მდგომარეობაში შენახვა;
** ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ასევე დაკარგული ნივთების აღმოჩენისას, ცვლის უფროსისთვის/ზედამხედველისთვის შეტყობინება;
** კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და ამ პროცედურების გათვალისწინებით მოვალეობის შესრულება.
უნარ-ჩვევები:
** სამუშაო გამოცდილება სასტუმროს დასუფთავების სფეროში აუცილებელი
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან CV მითითებულ იმეილზე: sofia.sekhniashvili@outlook.com
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდით +995 599 20 00 39
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|