დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
Inex Group
|
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
|
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია ინექს გრუპი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ინექს გრუპი არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-დან 19:00 სთ მდე
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების სფეროში;
** ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება 3 წელი;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საგადასახადო კანონმდებლობის და შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა "ორის ბუღალტერიაში " მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ სივი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@inex.ge და სათაურში მიუთითეთ პოზიცია " ბუღალტერი" წინააღმდეგ შემთხვევაში, სივი ვერ განიხილება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|