Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ამერი პლაზა
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
სასტუმრო "ამერ პლაზა" თბილისში აცხადებს ვაკანსიას მიღება განთავსების ადმინისტრატორის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი სასტუუმრო"ამერ პლაზა მის: კოსტავას 76ა.
სამუშაო საათები: კვირაში 4 დღე, 12 საათი დღეში.
დასვენება: კვირაში 3 დღე
ანაზღაურება: 1000 ლარი

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სუბორდინაციის დაცვა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება;
** სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის სათანადოდ მიწოდება;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
** სასურველია სასტუმროს მართვის პროგრამის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** არაკონფლიქტურობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: goguadzem1990@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე