დასახელება:
ავტონაწილების საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯი პი ვეი
|
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
|
ავტოსათადარიგო ნაწილების საერთაშორისო იმპორტიორი კომპანია შპს "ჯი პი ვეი" აცხადებს ვაკანსიას სენაკში, ავტონაწილების საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები
** ხელფასი ხელზე - 1400 ლარი + ბონუსები გადაზიდული პროდუქციის მიხედვით
** რეგისტრაცია საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით
** სამუშაო საათები ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00, შაბათ-10:00-14:00
** ხელფასის გადახდა დაყოვნების გარეშე;
** სამუშაო ადგილი: სენაკის მიმდებარედ, სოფ. ქვემო ქვალონი
** კომფორტული სამუშაო პირობები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** მართვის მოწმობა B ან C კატეგორია;
** კომპიუტერის და საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია 1 C);
** სასურველია რუსული ენის ცოდნა კომუნიკაციის დონეზე;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობა ენიჭებათ ავტონაწილების ინდუსტრიაში გამოცდილების მქონე კანდიდატებს
ძირითადი მოვალეობები:
** საქონლის საწყობში მიღება კომპანიაში აღიარებული სააღრიცხვო დოკუმენტის საფუძველზე;
** მიღებული საქონლის დათვლა და რაოდენობის შემოწმება მოწოდებული დოკუმენტაციის შესაბამისად და შემდგომი შენახვა შესაბამისი პროცედურების, უსაფრთხოების სტანდარტებისა და ექსპლუატაციის წესების დაცვით, შემოწმება ხარვეზების არსებობაზე.
** საწყობის მართვა, ინვენტარის მიღებისა, შენახვის და აღების პროცესების ოპტიმიზაციის საჭიროებების გათვალისწინებით;
** კომპანიის ავტომობილით პროდუქციის მიწოდება კომპანიის ფილიალებში და კლიენტებთან;
** საქონლის მიღება და საწყობის ლოჯისტიკა;
** საკუთარი კონტროლის ქვეშ მყოფი მარაგებისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის პერიოდული აღრიცხვა/შემოწმება;
** შეკვეთის ფორმირება (საბითუმო და საცალო);
** სასაწყობო პროგრამების ცოდნა (საჭიროების შემთხვევაში შევასწავლით პროგრამას 1C).
** საქონლის მიღება-გაცემა-შენახვის დოკუმენტაციის მომზადება, პროგრამაში ასახვა და ტრანსპორტირების დაგეგმვა.
** პასუხისმგებლობა მინდობილ საქონელსა და აღჭურვილობაზე
** მონაწილეობა პერიოდულ ინვენტარიზაციაში;
** საწყობთან დაკავშირებული პროცედურების დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის და კომპეტენციის ფარგლებში სხვა უფლებამოსილი პირების მითითებების შესრულება.
საჭირო უნარები და პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** სწორად მოხსენების უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა Word, Excel, (1C ასევე სასურველია)
განცხადებები მიიღება 31 ოქტომბრამდე
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელმისამართზე: a.shainidze@mailcorp.info ან Whatsapp-ში ნომერზე +995 599 546 884, თემაში გთხოვთ მიუთითოთ. სენაკი. ვაკანსია
შ.პ.ს. "ჯი პი ვეი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|