დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Index | Wealth Management
|
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
|
"Index | Wealth Management" არის 15-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული უძრავი ქონების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე განსხვავებული ხედვითა და სტრატეგიით გამოირჩევა.
პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ოთარ ონიაშვილის 28
სამუშაო გრაფიკი: 6 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი
ხელზე ასაღები საშუალო შემოსავალი 4000-6000 ლარი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** კლიენტების დამუშავება
** გაყიდვების გეგმის შესრულება
** პროექტის პრეზენტაციის ჩატარება
** გაყიდვებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესის წარმოება და მართვა
** პერიოდული ანგარიშების შედგენა შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით
** აანალიზებს მომხმარებლებთან მოლაპარაკებების დროს ფასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ ასპექტებს
** გაყიდვების პროცედურების შესაბამისად ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება
მოთხოვნები და აუცილებელი უნარები:
** პრობლემის სწრაფად და ხარისხიანად გადაჭრის უნარი
** გამართულად კომუნიკაციის უნარი
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** კორპორატიულ დაზღვევას (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ)
** მეგობრულ გუნდს
** განვითარების შესაძლებლობას
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@index-wm.com ან შეავსოთ განაცხადის ფორმა ჩვენს LinkedIn ის გვერდზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმეს განხილვა არ მოხდება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|