დასახელება:
სოციალური მედიის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ზიგი
|
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
|
შპს "ზიგი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანია არის გერმანული და იტალიური საყოფაცხოვრებო პრემიუმ კლასის ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
ძირითადი ფუნქცია:
** სოციალური ქსელების მართვა: Facebook, Instagram, Linkedin, Youtube, Tik-Tok
** ყოველთვიური კონტენტის კალენდრის შემუშავება და შესრულება, კამპანიის მიზნებთან შესაბამისობაში; ყოველი მომდევნო თვის კალენდარი გაწერილი უნდა იყოს წინა თვის არაუგვიანეს 28 რიცხვისა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია - კომენტარებსა და პირად შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
** ფოტო/ვიდეო კონტენტის მომზადება და განთავსება (პოსტი, სთორი, რილსი);
** ქოფირაითინგი;
** პროდუქციის, მაღაზიის სივრცისა და მიმდინარე აქციების ფოტო/ვიდეო გადაღება და მონტაჟი;
** სოციალური მედია ტრენდების მონიტორინგი და ახალი იდეების ინიცირება;
** ყოველთვიურად გაწერილი კონტენტისთვის ბიუჯეტის განსაზღვრა;
** შედეგების ანალიზი და შესაბამისი რეპორტების მომზადება;
** ციფრული მედიისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ოპტიმალურად მართვა;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართულად გამართულად წერის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** სოციალურ მედიაში მუშაობის გამოცდილება;
** META ADS & GOOGLE ADS-ში მუშაობის გამოცდილება;
** კონტენტის შესაქმნელად საჭირო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, როგორიცაა, Canva, CapCut და ა.შ.
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება სასურველი, მაგრამ არასავალდებულო.
პირობები:
** ანაზღაურება: ფიქსირებული 800-1000 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან (საშუალოდ 2500 - 3000 ლარამდე)
** სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული, 2 დღე ოფისში.
** ლოკაცია: ვაკე, ი. ჭავჭავაძის გამზ. N49დ
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე info@zigie.ge
|
|
|
|