Робота для біженців з України
ლაბორატორიის სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორატორიის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
სასწავლო უნივერსიტეტი შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:

"ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო საგანმანათლებლო ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ტალანტების ძიებასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე. ჩვენს მისიას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებით, ეფექტური მენეჯმენტისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და მედიცინის სფეროს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მომზადებას.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობებია:

** ლაბორატორიული მოწყობილობების გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი;
** ლაბორატორიაში და კლინიკური უნარების ცენტრში არსებული არსებული რეაქტივებისა და ხელსაწყოების ინვენტარიზაცია და სათანადო პირობებში შენახვა;
** ლაბორატორიაში მოქმედი უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა, ნარჩენების განსაზღვრული წესით შეგროვება, უტილიზაცია და გატანა;
** სასწავლო და სამეცნიერო სამუშაოების ჩატარებისას ლაბორატორიულ პროცესში მონაწილეობა;
** ლაბორატორიისა და კლინიკური უნარების ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების კვლევა, შეფასება და შესაბამისი ინფორმაციის სკოლის დეკანისთვის მიწოდება;
** საჭირო აღჭურვილობისა და რეაგენტების შესაძენად, ბაზრის კვლევა და მომწოდებელ კომპანიებთან კომუნიკაცია;
** სხვა უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლო უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტებით ან/და გამომდინარეობს ლაბორატორიული დეპარტამენტის მენეჯერის საქმიანობის მიზნებიდან.

ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:

** უმაღლესი განათლება (უპირატესობა ენიჭება საბუნებისმეტყველო (ბიოლოგია/ქიმია) მეცნიერებათა მიმართულებით განათლებას);
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Microsoft Word, Excel, Powerpoint).
** კვლევით ან სასწავლო ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება

სამუშაო ადგილი: ბათუმი (ფრიდონ ხალვაშის ქ. N237)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: 1500 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bauinternational.edu.ge.

აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა, 2025 წლის 4 სექტემბრამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე