Робота для біженців з України
ტენდერი ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით
მომწოდებელი: დაცული ტერიტორიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
თანდართული ფაილი: 655492_655492_bsld_9298844_7178158.zip
"საქართველომ მიიღო გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) დაფინანსება "ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში" პროექტის განსახორციელებლად.

დაცული ტერიტორიების სააგენტო იწვევს კომპანიებს მონაწილეობა მიიღონ შესყიდვის პროცესში:

"დეტალური დიზაინის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების (Design-Build) ფარგლებში დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ოფისისა და ვიზიტორთა ცენტრის შენობების, მიმდებარე ღია სივრცის, ბილიკების ქსელისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის, ტურისტული თავშესაფრებისა და რეინჯერების ქოხების, ასევე მათი მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი".

გაცნობებთ, რომ აპლიკაციების წარმოდგენის ბოლო ვადა არის 2025 წლის 1 სექტემბერი.

პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია GOPA."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე