დასახელება:
სტომატოლოგიური კლინიკის რენტგენო-ლაბორანტი
|
მომწოდებელი:
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკა
|
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 17 აგვისტო
|
"ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგიური კლინიკის რენტგენო-ლაბორანტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. №9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ფუნქცია/მოვალეობები:
** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კლინიკაში დანერგილი გაიდლაინების მიხედვით;
** შესაბამის აპარატურასთან მუშაობა ყველა წესისა და პერიოდის გათვალისწინებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** დამოუკიდებელი საქმიანობის დამადასტურებელი, შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი/ლიცენზია;
** ქართული და ინგლისური (B1/B2) ენის ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** კეთილსინდისიერება/სანდოობა;
** მოქნილობა, გადაუდებელ სიტუაციებში დამოუკიდებლად მოქმედების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ადაპტაციის უნარი.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
** CV;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ (ებ)ი.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
** განაცხადების განხილვა;
** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
** კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა.
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა, 2025 წლის 17 აგვისტო.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის საშუალებით - hr@newvision.ge; გთხოვთ ველში "subject" მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
|
|
|
|