დასახელება:
სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი-თერაპევტი
|
მომწოდებელი:
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკა
|
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 17 აგვისტო
|
"ნიუ ვიჟენ უნივერისტეტის სტომატოლოგიური კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი-თერაპევტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. №9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ფუნქცია/მოვალეობები:
** კლინიკაში დანერგილი პროტოკოლების გათვალისწინებით, კომპეტენციის ფარგლებში, კვალიფიციური, სტომატოლოგიური მომსახურების გაწევა;
** საექიმო დოკუმენტწარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** დამოუკიდებელი საქმიანობის დამადასტურებელი, შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი/ლიცენზია;
** ქართული და ინგლისური (B1/B2) ენის ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** კეთილსინდისიერება/სანდოობა;
** მოქნილობა, გადაუდებელ სიტუაციებში დამოუკიდებლად მოქმედების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ადაპტაციის უნარი.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
** CV;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ (ებ)ი.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
** განაცხადების განხილვა;
** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
** კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა.
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 17 აგვისტო.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: hr@newvision.ge. გთხოვთ ველში "subject" მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
|
|
|
|