დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
ალტა
|
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
|
შპს "ალტა" წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.
"ალტა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ისთ ფოინთის და სითი მოლი ქავთარაძის ფილიალებში.
ძირითადი მოვალეობები:
** მიღებული საქონლის დახარისხება და დასაწყობება;
** საწყობის პერიოდული აღწერა;
** მოტანილი ან/და დარბაზიდან გაყიდული პროდუქტების შეფუთვა/გახსნა;
** საწყობში ან/ და სტენდებზე სიცარიელის შევსება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების (MS Office) საშუალო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემის ანალიზის და დიაგნოსტიკის უნარი;
** ვერბალური/წერითი კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ განაცხადი "შეავსე სააპლიკაციო ფორმა" ღილაკის მეშვეობით.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/1JM8OIscAy
|
|
|
|