სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის/ამგროვებლის პოზიციაზე ბათუმში.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
http://www.bms.ge
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის 13ე.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:30 სთ.
კონტეინერის შემოსვლის პერიოდში შაბათი 09:00-12:00 (გაიცემა დამატებითი ბონუსი)
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი + ჯანმრთელობის დაზღვევა.
ფუნქცია-მოვალეობები: ზედნადების საფუძველზე, პროდუქციის დაზიანების გარეშე აგროვება, ზუსტი სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით.
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge. გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
ტელ: 595 089796
გისურვებთ წარმატებებს!
"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
|