დასახელება:
აკადემიური მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 03 სექტემბერი
|
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას აკადემიური მენეჯერის სრულგანაკვეთიან პოზიციაზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლაში.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ინარჩუნებს წამყვან პოზიციას თეორიული და პრაქტიკული განათლების სფეროში და ამგვარად, თითოეულ სტუდენტს სთავაზობს უნიკალურ საგანმანათლებლო პროგრამას.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღომი, ბოცვაძის ქუჩა (ქებული კლიმატის მიმდებარედ).
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათამდე; 1 საათი შესვენება;
ანაზღაურება: 1500 ₾ (დარიცხული);
ფუნქცია-მოვალეობები:
** აწარმოებს სტუდენტთა პირად საქმეებს;
** ინფორმაციას აწვდის სტუდენტებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** ინფორმაციას აწვდის სკოლის აკადემიურ/მოწვეულ პერსონალს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული რეგულაციების, წესების, მათში შესული ცვლილებების შესახებ;
** ამზადებს და სკოლის დეკანს წარუდგენს სამსახურებრივ ბარათს კურსდამთავრებულთა თაობაზე;
** ამზადებს და სკოლის დეკანს წარუდგენს სამსახურებრივ ბარათს სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტის, ასევე სტუდენტთა დამატებით სემესტრში რეგისტრაციის თაობაზე;
** ახორციელებს სტუდენტთა რეგისტრაციას, წარმართავს მათთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესს. ამზადებს და დეკანს წარუდგენს სამსახურებრივ ბარათს მათი ჩარიცხვის თაობაზე;
** ადგენს მისი საკურატორო ჯგუფის სასწავლო პროცესის ცხრილს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის მიერ გადაცემული სასწავლო კურსების თანახმად. ახორციელებს მისი შესრულების მონიტორინგს, პრობლემის გამოკვეთას და ანგარიშგებას;
** თითოეული სასწავლო კურსის წამყვან პროფესორთან/მოწვეულ სპეციალისტთან შეთანხმებით განსაზღვრავს სტუდენტთან საკონსულტაციო დროს და ადგენს საკონსულტაციო დროის გრაფიკს;
** ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში მისი საკურატორო ჯგუფის სტუდენტთან დაკავშირებით ამ რეესტრის წარმოების წესით გათვალისწინებული ინფორმაციის შეტანასა და განახლებას;
** ახორციელებს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში სტუდენტთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის შეტანას და განახლებას;
** აწვდის უნივერსიტეტის აკადემიური პროცესის მართვის სამსახურს სტუდენტთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებით მოთხოვნილ ინფორმაციას;
** აწვდის საგამოცდო ცენტრს საგამოცდო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისათვის საჭირო ინფორმაციას;
** დეკანის დავალებით ასრულებს საგამოცდო ცენტრში მეთვალყურის ფუნქციას;
** კონსულტაციას უწევს სტუდენტებს სასწავლო პროცესსა და უნივერსიტეტის სტუდენტურ სერვისებთან დაკავშირებით;
** ახორციელებს სკოლის სტუდენტების და აკადემიური/მოწვეული/სამეცნიერო პერსონალის კონსულტირებას ელექტრონული სწავლების პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით;
** აყალიბებს ჯგუფებს ელექტრონული სწავლების პლატფორმაში. მეთვალყურეობს ელექტრონული სწავლების პლატფორმის მეშვეობით განხორციელებულ სასწავლო პროცესს;
** უზრუნველყოფს ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე სტუდენტთათვის საჭირო მასალისა და ინფორმაციის დროულად და სრულად ასახვას;
** ახორციელებს ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ადმინისტრაციისა და აკადემიურ პროცესში ჩართული სხვა პირების სტუდენტებთან შეხვედრების ორგანიზაციას;
** აწვდის შესაბამის სამსახურს სტუდენტური ბარათების დასამზადებლად საჭირო ინფორმაციას. გასცემს სტუდენტურ ბარათებს;
** შეაქვს ინფორმაცია სტუდენტთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგის ბაზაში და აფიქსირებს შედეგებს;
** ახდენს სტუდენტთა ნიშნის ფურცლის (ტრანსკრიპტის) ფორმირებას და გასცემს მას;
** გასცემს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დიპლომის დანართებს საკურატორო ჯგუფების კურსდამთავრებულებისათვის;
** საჭიროების შემთხვევაში სასწავლო პროცესის მართვის სისტემიდან სტუდენტს უბეჭდავს ინვოისს;
** რეგისტრაციაში ატარებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კვლევის კომპონენტის ხელმძღვანელებს;
** ახდენს დეკანის სახელზე შემოსული განცხადებების მიღებას;
** უზრუნველყოფს დეკანისა და საკურატორო ჯგუფის სტუდენტთა შეხვედრების ორგანიზებას;
** უზრუნველყოფს პროგრამის ხელმძღვანელისა და საკურატორო ჯგუფის სტუდენტთა შეხვედრების ორგანიზებას;
** ახორციელებს სხვა უნივერსიტეტიდან მობილობის წესით გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა დოკუმენტების ადმინისტრირებას სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერთან თანამშრომლობით;
** მეთვალყურეობს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში სტუდენტთა აკადემიური შეფასებების დროულად ასახვას;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის სხვადასხვა სახის ცნობების გაცემას;
** პასუხისმგებელია უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის შევსებას, რეგისტრაციასა და გაცემაზე;
** ასრულებს დეკანის ცალკეულ დავალებებს
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
შერჩევის ეტაპები:
** ტესტირება ინგლისურ ენაში;
** გასაუბრება (დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV თანდართული ფოტოთი (ფოტოს გარეშე CV არ განიხილება) ელ-ფოსტაზე: vacancy@gau.edu.ge 3 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|