Робота для біженців з України
ტენდერი ღონისძიების ორგანიზებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ღონისძიების ორგანიზებაზე
მომწოდებელი: ქეა კავკასია
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
თანდართული ფაილი: 655240_Venue__technical_equipment_6590352.zip
"CARE Caucasus" (შემდგომში - მომსახურების შემსყიდველი), ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, აცხადებს ტენდერს, ღონისძიების ორგანიზებაზე (დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ ფაილში)

ღონისძიების გამართვის თარიღი და შინაარსი:

ღონისძიება უნდა გაიმართოს 2025 წლის 17 სექტემბრიდან 23 სექტემბრის პერიოდში (სამუშაო დღე). მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს რომელიმე მითითებულ პერიოდში ღონისძიების გამართვის დღ (ებ)ი. ღონისძიება არის ერთ (1) სრულ დღიანი.

დაგეგმილია დაჯილდოების ოფიციალური ღონისძიება. ღონისძიებას დაესწრება დაახლოებით 200-მდე სტუმარი (ზუსტი რაოდენობა დაზუსტდება კონტრაქტის გაფორმებისას), მათ შორის:

ღონისძიება ჩატარდება ბანკეტური ფორმატით, მრგვალი მაგიდების განლაგებით, თითოეულ მაგიდაზე მაქსიმუმ 8-10 სტუმრის განთავსებით)

პროგრამა მოიცავს:

** მისასალმებელ სიტყვებს (საჭირო იქნება ტრიბუნა)
** პანელურ დისკუსიას (მონაწილეებისთვის საჭირო იქნება 5 (ხუთი) სავარძელი)
** დაჯილდოების ცერემონიალს
** საკონცერტო ნაწილს
** სადღესასწაულო ვახშამს (ფურშეტი) (გასათვალისწინებელია რომ ღონისძიებაზე უნდა იყოს welcome drinks (არაალკოჰოლური სასმელები)

ღონისძიების ორგანიზებისას მომწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს ვიზუალური ბრენდინგი, ტექნიკური მხარდაჭერა, პროტოკოლური მომსახურება და მუსიკალური პროგრამა.

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ ფასები უნდა მოგვაწოდოთ დღგ-ს გარეშე.

გთხოვთ, გამოგზავნოთ შემოთავაზება, რომელიც დეტალურად ასახავს, თქვენს მიერ განსახორციელებელ სამუშაოს, შეავსოთ სატენდერო განაცხადში მიმაგრებული ფორმა (არასრულად შევსებული და ხელმოუწერელი ფორმა არ განიხილება). და მიუთითოთ დეტალური ფასები.

ფორმა შესაძლებელია შეივსოს განსახორციელებელი სამუშაოს მოკლე დასახელებით და შესაბამისი ფასის მითითებით. გამარჯვებულის გამოსავლენად განაცხადების განხილვისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა დეტალურ შემოთავაზებას მიენიჭება.

ასევე, სავალდებულოა გამოგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:

** ამონაწერი საჯარო ან გადასახადის გადამხდელთა რეესტრიდან
** ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არქონის შესახებ

დაინტერესებულმა პირებმა შემოთავაზება უნდა გამოაგზავნონ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Tamar.Khurtsia@care.org

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 აგვისტო, 2025 წ. 18:00 საათი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე