Робота для біженців з України
სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: ჯი ეს ჯი ბილდინგსი
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
ჩვენი კომპანია მოღვაწეობს სამშენებლო სფეროში და სპეციალიზდება ინდუსტრიული და საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობაში. გვყავს საკუთარი ტექნიკა და მაღალკვალიფიციური გუნდი. ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

ვაკანსია: სამუშაოთა მწარმოებელი
მდებარეობა: თბილისის შემოგარენი
ანაზღაურება: 2500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური მართვა და კონტროლი ობიექტზე
** სამუშაო გრაფიკების შედგენა და შესრულების მონიტორინგი
** სამუშაო ჯგუფების კოორდინაცია
** ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
** ობიექტზე მოხმარებული მასალების აღრიცხვა და ოპტიმიზაცია
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება

მოთხოვნები:

** შესაბამისი ტექნიკური განათლება
** 2 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სექტორში ან მსგავს პოზიციაზე
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და კომუნიკაციის უნარი
** საკუთარი ტრანსპორტი

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წინსვლას
** საწვავით უზრუნველყოფას

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Info@GSGBuildings.com

დამატებითი ინფორმაცია: 599 07 07 44
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე