დასახელება:
გაყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
მედიქსი
|
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
|
სამედიცინო ტურიზმის კომპანია "მედიქსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
"მედიქსი" არის სამედიცინო ტურიზმის სფეროში მოქმედი ქართული კომპანია, რომელიც ქართველ პაციენტებს ხელს უწყობს მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღებაში თურქეთის წამყვან კლინიკებში. ჩვენი გუნდი იზრდება, და ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ გაყიდვების სპეციალისტს.
ძირითადი მოვალეობები:
** სამედიცინო ტურიზმის სერვისების გაყიდვა და პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** აქტივობების შესრულება წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით;
** პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება კლინიკებზე, მკურნალობის პროცესზე და ხარჯებზე;
** ბაზრის ანალიზი და ახალი პაციენტების მოძიება;
** მონაცემების შევსება და განახლება;
** თანამშრომლობა კლინიკებთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო არის საოფისე.
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
** გამოსაცდელი ვადა: 1 კვირა
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსური სისტემა გაყიდვების შედეგების მიხედვით.
მოთხოვნები:
** კომუნიკაციის უნარი და პოზიტიური მიდგომა.
** გაყიდვებში ან პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგებზე ორიენტაცია.
** საბაზისო კომპიუტერული უნარები (MS Office, სოციალური მედია)
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** წარმატებაზე დაფუძნებულ ბონუსურ სისტემას
** პროფესიულ და პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: contact@medix.ge
|
|
|
|