Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ვიქტორია 98
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
შპს "ვიქტორია 98" საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Roy Robson, Fynch Hatton, Hiltl, SeidenSticker, Joop ! Bottega Veneta, Santoni, Aquazzura, Ferragamo, Dolce&Gabbana, Jimmy Choo,

"ვიქტორია98", ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა " ZEGNA` "HUGO" "BOSS` და "PAUL&SHARK".

ჩვენი მიზანია, მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება.

მაღაზია "BOSS" აცხადებს ვაკანსიას: საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სამუშაო გრაფიკი ცვლადი (კვირაში 1 დღე დასვენება);
ანაზღაურება: 1500 ლარი (+ ბონუსი)

ფუნქციები და მოვალეობები:

**  მარაგების ორგანიზება და განლაგება
**  საწყობში არსებული პროდუქციის დახარისხება სეზონის, სახეობის, ზომისა და მოდელის მიხედვით.
** პროდუქციის ისეთი განლაგება, რომ უზრუნველყოს მარტივი მოძიება და სწრაფი მიწოდება.
**  დარბაზში გაყიდული პროდუქციის ყოველდღიური მონიტორინგი.
**  ახალი კოლექციის მიღება და აღრიცხვა
**  ახალი კოლექციის მიღებაში მონაწილეობა.
**  სასაწყობე მარაგების გადამოწმება, მითვლა და მიღება შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით.
**  მიღებული პროდუქციის კომპაქტურად და სისტემურად განთავსება.
** თანამშრომლებთან კოორდინაცია და მხარდაჭერა
** გაყიდვების გუნდისა და სხვა თანამშრომლების საჭიროებებზე ყოველდღიური კომუნიკაცია.
** გასაყიდი პროდუქციის დროული მიწოდება დარბაზში.
** დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება
** მიღებული და გასული პროდუქციის აღრიცხვა და საჭიროებისამებრ ანგარიშის მიწოდება მენეჯმენტისთვის.
**  ყოველთვიური საწყობის აღწერა და რეპორტის წარდგენა მენეჯმენტთა
**  მარაგების სწორად განთავსება, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული დაზიანებები და ინციდენტები.
** საწყობში მუშაობისას უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@victoria98.com.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის მენეჯერი"

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე