დასახელება:
გამყიდველ-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
შოკოტელა
|
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
|
ხელნაკეთი არტ შოკოლადების ბრენდი "შოკოტელა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის კვალიფიციური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და სწორად შერჩეული პროდუქციის შეთავაზება;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის რაოდენობისა და ფასების კონტროლი;
** სალაროსთან და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა;
** სამუშაო გარემოს მოწესრიგება.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია აქტიური კონსულტაციის გაწევის გამოცდილება - მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება, პროდუქციის დეტალური პრეზენტაცია და გაყიდვის პროცესის წარმართვა;
** სასურველია სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ინფორმაციის სწრაფი და ხარისხიანი ათვისების უნარი.
დეტალები ვაკანსიის შესახებ:
** სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი - კვირაში 26 საათი
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ვასილ ბარნოვის 73
** დაგხვდებათ კომფორტული სამუშაო გარემო, სასიამოვნო, პოზიტიური მომხმარებლები.
** ანაზღაურება: 700 ლარი + ბონუსები გაყიდული პროდუქციიდან
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე: info@chocotella.ge
|
|
|
|