Робота для біженців з України
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მენეჯერი
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 03 სექტემბერი
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ან 08:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე (შესვენება 13:00-14:00 საათი).

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მენეჯერის უფლება-მოვალეობებია:

** საერთაშორისო პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აღიარების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან;
** საჭიროების შემთხვევაში სასტიპენდიო პროგრამების, საერთაშორისო მოკლევადიანი პროგრამების, საერთაშორისო კონფერენციების შესახებ სტუდენტების ინფორმირება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და უნივერსიტეტის ვებგვერდზე რელევანტური ინფორმაციის განთავსება;
** ხარისხის მაძიებელი სტუდენტებისთვის შესაბამისი პროცედურის გაცნობა, მათი სასწავლო პროცესში ჩართულობის კოორდინირება პროცესის მართვა;
** ხარისხის მაძიებელი სტუდენტების ჩარიცხვასთან დაკავშირებული საბუთების განხილვა;
** ხარისხის მაძიებელ სტუდენტებთან გასაუბრების ჩატარება;
** ხარისხის მაძიებელი სტუდენტების მოზიდვის მიზნით, კერძო პირების/აგენტების და ორგანიზაციების/სააგენტოების მოძიება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზაზე, ამ მიზნით, სააგენტოებისთვის რელევანტური ინფორმაციის მიწოდება, ხელშეკრულების დადება და შემდგომი თანამშრომლობის დაგეგმვა.
** უცხოელ სტუდენტებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი კოორდინირება ადმინისტრაციულ საკითხებში;
** ელფოსტის (admissions@ibsu.edu.ge და iro@ibsu.edu.ge) ყოველდღიური მონიტორინგი და პასუხების გაცემა;
** უცხოელი სტუდენტების შესახებ სტატისტიკის წარმოება და მართვა, საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის მიწოდება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშებისა და შეხვედრების ოქმების მომზადება;
** უნივერსიტეტის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უფლებამოსილების ფარგლებში, დეპარტამენტის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება;
** კომპეტენციის ფარგლებში ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობა.

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მენეჯერის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

** საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მენეჯერის თანამდებობაზე მიიღება უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი მუშაობის გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში;
** ქართული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

უნარები:

** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები (როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** დელეგირებისა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
** შემჭიდროვებულ ვადებში და კომპლექსურ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge

გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მენეჯერი" ელექტრონული ფოსტის სათაურის გრაფაში.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით.

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.
გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე