Робота для біженців з України
უძრავი ქონების აგენტი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე ქ. გორში.

თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ შეუერთდეთ გაყიდვების გამოცდილ გუნდს, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ცოდნა და გამოცდილება, განავითაროთ საჭირო უნარ-ჩვევები და გახდეთ წარმატებული გაყიდვების სფეროში.

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: კვირაში ხუთი სამუშაო დღე 11:00-დან 19:00-მდე
** ანაზღაურება გამომუშავებით (500-5000 ლარი.)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
** დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკების წარმოება/შეხვედრების ორგანიზება;
** დეველოპერულ კომპანიებსა და მომხმარებელს შორის მოლაპარაკების წარმოება;
** კლიენტისთვის სასურველი ობიექტის მოძიება;
** სამუშაო ბაზის მართვა;
** პორტალზე მოძიებული პროდუქტის განცხადების განთავსება

ასევე დაგჭირდებათ:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელმისამართზე: llcsilkroad2023@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე