დასახელება:
ფიზიკური მედიცინის რეაბილიტაციისა და კურორტოლოგიის ექიმი
|
მომწოდებელი:
ექიმ ბუბნოვსკის სამედიცინო ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
|
"ექიმ ბუბნოვსკის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ფიზიკური მედიცინის რეაბილიტაციისა და კურორტოლოგიის ექიმი-სპეციალისტის თანამდებობაზე.
დაწესებულების შესახებ:
ჩვენი სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი სპეციალიზებულია ქრონიკული დაავადებების პრევენციასა და მკურნალობაში, მათ შორის — საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, ნერვული სისტემის და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების მიმართულებით. ვეძებთ კვალიფიციურ ფიზიკური მედიცინის რეაბილიტაციისა და კურორტოლოგიის ექიმს, რომელიც დაგვეხმარება ინდივიდუალური სამკურნალო გეგმის შემუშავებასა და სარეაბილიტაციო რესურსების ეფექტურ გამოყენებაში.
მოვალეობები:
** პაციენტების კონსულტაცია და ანამნეზის შეგროვება
** ბალნეოლოგიური, ფიზიოთერაპიული და სარეაბილიტაციო პროცედურების დანიშვნა
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
** მკურნალობის კურსის მონიტორინგი და კორექცია საჭიროებისამებრ
** გუნდის სხვა ექიმებთან კოორდინირებული მუშაობა
მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** მოქმედი სერტიფიკატი ფიზიკური მედიცინის, რეაბილიტაციასა და კურორტოლოგიის დარგში
** სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1-2 წლისა
** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
რას გთავაზობთ:
** მეგობრული და პროფესიონალი გუნდი
** კეთილმოწყობილი სამუშაო გარემო
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr.symmetria.ge@gmail.com
მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს გუნდში!
|
|
|
|