Робота для біженців з України
ავეჯის განშლის სპეციალისტი/წარმოების ტექნიკური კოორდინატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავეჯის განშლის სპეციალისტი/წარმოების ტექნიკური კოორდინატორი
მომწოდებელი: პიკასოს სახლი
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
"პიკასოს სახლი" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის განშლის სპეციალისტის/წარმოების ტექნიკური კოორდინატორის თანამდებობაზე.

ლოკაცია: ბათუმი, ბაგრატიონის 120
სამუშაო გრაფიკი: დილით 09:00-დან საღამოს 19:00-მდე, კვირაში ერთი დასვენების დღით

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტის ობიექტზე გასვლა და ავეჯის ზუსტი ზომების აღება
** მიღებული ზომების საფუძველზე ეკონომიური და სწორად დაგეგმილი განშლის (რასკროის) მომზადება
** განშლის დროულად მოწოდება შესყიდვებისა და წარმოებისთვის, რომ არ მოხდეს შეკვეთის დაგვიანება
** დაჭრილი მასალის მიღების შემდეგ თითოეული დეტალის გადამოწმება და გადაბარება ამწყობ ჯგუფზე
** დაკვირვება, სწორად ასრულებს თუ არა ამწყობი ჯგუფი შეკვეთას ნახაზის მიხედვით
** დეტალების, აქსესუარების, სარკეების და სხვა კომპონენტების ჩამოწერა და ზუსტი ახსნა ამწყობ ჯგუფისთვის — სად, როგორ და რა უნდა დამონტაჟდეს
** შეკვეთის საბოლოო ტექნიკური პასუხისმგებლობის აღება — დეტალების ხარისხი, შესაბამისობა და დროულობა

მოთხოვნები:

** გამოცდილება ავეჯის წარმოებაში (ზომების აღება, დასაგეგმარებელი მასალა, ნახაზები)
** პასუხისმგებლობა თითოეული დეტალის და ეტაპის მიმართ
** ორგანიზებულობა, დროულად მუშაობის უნარი
** ტექნიკური აზროვნება და 2D/3D ნახაზებთან მუშაობის უნარი
** სასურველია SketchUp ან მსგავსი პროგრამების ცოდნა
** კომუნიკაცია როგორც კლიენტთან, ისე გუნდთან - მარტივად, მკაფიოდ, კონკრეტულად

პირობები:

** ანაზღაურება: სოლიდური. დეტალები შეთანხმდება პირად გასაუბრებაზე
** სამუშაო გრაფიკი: დილის 09:00-დან საღამოს 19:00-მდე, კვირაში ერთი დასვენების დღით
** სრულად უზრუნველყოფილი სამუშაო რესურსები (ტელეფონი, ფორმა და სხვა)
** დინამიური და პროფესიონალური გარემო
** სწრაფად მზარდ გუნდში რეალური პასუხისმგებლობის პოზიცია

განაცხადის წარდგენა

** WhatsApp/Viber: +995 555 925 925
** ელფოსტა: info@pikaso.ge
** Facebook: Picasso Home
** ან მიყევი ჩვენს ოფისში ადგილზე - ბაგრატიონის 120, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე