Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=655111&print=yes&view=jobs
 
IT ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი", წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, ROSHEN-ის, MILLA-ს, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

"ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას IT ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 სთ - 17:00 სთ

მოვალეობები:

ტექნიკური მხარდაჭერა:

** თანამშრომლებისთვის ტექნიკური დახმარება მათი სამუშაო გარემოს გამართულად მუშაობისთვის (ელ ფოსტა/ქსელი და ა.შ.)
** პრობლემების დიაგნოსტიკა და გადაჭრა როგორც ტექნიკის (კომპიუტერი, პრინტერი და სხვ.), ასევე პროგრამული უზრუნველყოფის (ოპერაციული სისტემები, საოფისე პროგრამები) კუთხით.
** სავაჭრო ობიექტებზე წარმოშობილი ტექნიკური პრობლემების მოგვარება.

ინფრასტრუქტურის მართვა:

** ქსელური მოწყობილობების (როუტერები, სვიჩები და სხვა), სერვერების და სხვა სისტემების მონიტორინგი და მართვა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი სტაბილური მუშაობა.

აღჭურვილობების ინსტალაცია და კონფიგურაცია:

** IT მოწყობილობების (ახალი კომპიუტერების, პრინტერების, სკანერების და სხვა მოწყობილობების) ინსტალაცია, კონფიგურაცია პროგრამული უზრუნველყოფის ჩაწერა და მომხმარებლებისთვის გამართვა.

უსაფრთხოების უზრუნველყოფა:

** ინფორმაციის უსაფრთხოების წესების დაცვა, ანტივირუსული პროგრამების ინსტალაცია და მონიტორინგი.

დოკუმენტაციის წარმოება:

** IT ინფრასტრუქტურის შესახებ ტექნიკური დოკუმენტაციის, ინსტრუქციების და სახელმძღვანელოების მომზადება.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დავალებისთვის გამოყოფილი ვადების კონტროლი;
** ანალიტიკური აზროვნება

დაინტერესების შემთხვევაში, გთოვთ შეავსოთ ინფორმაცია მითითებულ ბმულზე: https://foodservice.selfrecruit.ge/s/giIT
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია