Робота для біженців з України
საწყობის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოფიცერი
მომწოდებელი: Poolandspa
გამოქვეყნდა: 02 აგვისტო / ბოლო ვადა: 02 სექტემბერი
კომპანია "Poolandspa" (საცურაო აუზების სამშენებლო კომპანია) აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოფიცრის პოზიციაზე თბილისში. (მარშალ გელოვანის გამზირი)

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-18:00
ხელფასი: 2000 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში მასალის და სხვა მატერიალური ფასეულობების მიღება დასაწყობება და გაცემა დადგენილი წესების შესაბამისად;
** შეკვეთილი მასალების მომზადება-გაშვება შესაბამის ობიექტებზე;
** სამშენებლო ობიექტებიდან დაბრუნებული მასალების აღრიცხვა დასაწყობება;
** საწყობის პერიოდული ინვენტარიზაცია;
** სასაწყობე პროგრამაში მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია, მექანიკა (სავალდებულო).

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე office@poolandspa.ge

Subject -ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე