Робота для біженців з України
სავაჭრო წარმომადგენელი - პრესელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი - პრესელერი
მომწოდებელი: სალო
გამოქვეყნდა: 02 აგვისტო / ბოლო ვადა: 02 სექტემბერი
შპს "სალო" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის - პრისელერის პოზიციაზე თბილისის ქსელზე.

შპს "სალოს" პროდუქცია წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ქიმიას (ჭურჭლის სარეცხი ჟელე, თხევადი საპონი, და ა.შ) პრისელერის მთავარი ამოცანა იქნება მაღაზიებისთვის აღნიშნული პროდუქციის შეთავაზება-გასაღება.

მოთხოვნები:

** მართვის კატეგორია - B
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ ქსელზე
** აუცილებელია ჰყავდეს პირადი ავტომობილი
** გაყიდვების ტექნიკის ცოდნა და მისი გამოყენების უნარი
** დარწმუნების უნარი
** სხვადასხვა დონეზე მოლაპარაკებების წარმართვის უნარი.
** სასურველია თბილისის ცოდნა
** სქესი: მდედრობითი, მამრობითი
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ქსელურ მაღაზიებთან

მოვალეობები:

** არსებული მომხმარებელთა ბაზის განვითარება გაფართოება
** ნაშთების კონტროლი და პროდუქციის დროული მიწოდების ორგანიზება
** ბაზარზე სიტუაციის მონიტორინგი და ანალიზი.
** კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა - დაკმაყოფილება.
** კონკურენტების ანალიზი.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე
** ენერგიული
** დისციპლინირებული
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელური
** პუნქტუალური

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს ამ სფეროში გამოცდილებით.

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით
მისამართი: დიდი ლილო, ერეკლე მეორეს N89

გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: gburdulivc@gmail.com ან ladunika@gmail.com

გთხოვთ ელფოსტის გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე