Робота для біженців з України
MEP ინჟინერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: MEP ინჟინერი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას MEP ინჟინრის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიმდინარე პროექტების ტექნიკური მონიტორინგი: ხარისხის კონტროლი, ტექნიკური შესაბამისობა, დოკუმენტაციის მართვა;
** საინჟინრო ნახაზების გაცნობა და მათი სიღრმისეული ანალიზი;
** პროექტებისთვის ტექნიკური გადაწყვეტილებების მოძიება და მათზე მორგებული ოპტიმალური ვარიანტების შეთავაზება;
** ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი და პოტენციური კლიენტების მოძიება;
** კლიენტების საჭიროებების ტექნიკური ანალიზი, შესაბამისი MEP გადაწყვეტილებების შემუშავება;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა მათი საჭიროებების გასარკვევად, მათზე მორგებული პროდუქტის/მომსახურების მომზადება და შეთავაზება;
** გაყიდვების გუნდთან ერთად ტექნიკური წინადადებების მომზადება და მათი გაცნობა კლიენტებისთვის;
** პრეზენტაციების მომზადება და კლიენტთან შეხვედრისას პროექტის შესაძლებლობების დეტალური ახსნა;
** კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან და მომწოდებლებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ოპერაციების სამსახურისთვის პროექტის შესახებ სრული ტექნიკური ინფორმაციისა და ხელშეკრულების პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა შეხვედრებზე კომპანიის წარდგენა;
** პროექტის განხორციელების პერიოდში კლიენტთან აქტიური კომუნიკაცია;
** ტექნოლოგიურ სიახლეებზე ინფორმაციის მუდმივი განახლება;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება (ბიუჯეტირება, სპეციფიკაციები, ტექნიკური აღწერები);
** სამუშაო პროგრესის რეგულარული შეფასება და ხელმძღვანელისთვის ინფორმირება მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

პროფესიული უნარები/მოთხოვნები:

** აუცილებელია შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამებისა და შესაბამისი საინჟინრო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ენები:

** აუცილებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

კომპეტენციები:

** სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლიანი.

დასაქმების პირობები:

** სამუშაო ადგილი: ბათუმი
** სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass

დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 1 სექტემბრის ჩათვლით.
ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და გააკეთოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1100/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე