Робота для біженців з України
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ბაულაინ ინფრა
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
სამშენებლო კომპანია შპს "ბაულაინ ინფრა" მოღვაწეობს წყალსადენის, წყალარინების, მიწისქვეშა და საგზაო სამშენებლო სფეროში.

გვესაჭიროება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.

ადგილმდებარეობა: ბაკურიანი

დამსაქმებლის მოთხოვნები:

** აღნიშნულ სფეროში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, კერძოდ საგზაო-სამშენებლო სფეროში (მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალსადენის, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები).
** მართვის მოწმობა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS office).
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, დისციპლინა, გუნდური მუშაობისა და კონტროლის უნარი.

დასაქმებულის ძირითადი მოვალეობები:

** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოებაზე ხარისხის კონტროლი.
** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მისთვის შესაბამისი ქცევის სტანდარტების დადგენა;
** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ობიექტის რისკების შეფასების და მათი აღკვეთის ღონისძიებების წარმოება;
** ობიექტის რისკების შეფასების დოკუმენტაციის რეგულარული წარმოება.
** შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟების რეგულარული ჩატარება/ თანამშრომლების ცოდნის შემოწმება;
** ობიექტის ხელმძღვანელობასთან რეპორტინგის წარმოება.
** სამუშაო ობიექტის რეგულარული მეთვალყურეობა და კონტროლი.
** სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის ან დიპლომის ფლობა.

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე info@bauline.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე