დასახელება:
ბრენდ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯი არ სი
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 10 აგვისტო
|
"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.
გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/
"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ფეიქართა 14გ
განაკვეთი: სრული.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქტ-მიმართულების განვითარება, გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება;
** მიმართულების ბიუჯეტის დაგეგმვა, შესრულების კონტროლი;
** მიმართულების შესყიდვების გეგმის ფორმირება ბიუჯეტის შესაბამისად;
** ბაზრის მოცულობის, დინამიკის, პოტენციალის, მოთხოვნების შესწავლა და ანალიზი;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია/მოლაპარაკებების წარმოება, ალტერნატივის მოძიება;
** მიმართულების განვითარებისთვის აუცილებელ, ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებზე დასწრება და მონაწილეობის მიღება;
** არსებული პროდუქტ-ჯგუფების კატეგორიზაცია, ოპტიმიზაცია და ახალი პოზიციებით შევსება;
** მომხმარებელთა სეგმენტაციის გათვალისწინებით, გაყიდვების ჯგუფებისთვის შესასრულებელი ძირითადი სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და შესრულების კონტროლი;
** ყოველდღიური, ყოველთვიური, კვარტლური რეპორტების მომზადება და ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით;
** მსგავსი მიმართულებით 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებულად Excel ის კარგად ცოდნა;
** სასურველია 1c პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას;
** ტრენინგების და განვითარების შესაძლებლობას;
** კომფორტულ და სამართლიან სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინეთ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2025 წლის 10 აგვისტომდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ბრენდ მენეჯერი".
"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|