დასახელება:
გარე გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Blue Waters
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
|
თუ გაქვს გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება, გყავს საკუთარი ავტომობილი და მზად ხარ გასვლითი ვიზიტებისთვის, "ბლუ უოთერსი"-ს გუნდში შენ გეძებთ გარე გაყიდვების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: Blue Waters
რა იქნება შენი მთავარი მიზანი:
** გაყიდვების გეგმების შესრულება
** მაღალი ბონუსის დაგენერირება
მიზნის მისაღწევად დაგჭირდება:
** მომხმარებლებთან შეხვედრა, რომლებსაც სურთ ჩვენი პროდუქტის შეძენა (გასვლითი ვიზიტები);
** გასვლითი ვიზიტების დაგეგმვა;
** პროექტების სრულყოფილად შესწავლა;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქტის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება;
** ხარჯთაღრიცხვის მომზადება და ხელშეკრულების დადება;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება და რეპორტინგი;
** კომპანიის საქმიანობის სფეროს კარგად ცოდნა (გაყიდვების პორტფელში არსებული ასორტიმენტი; გაყიდვების პოლიტიკა და სხვა);
** არსებული ბრენდების და მათი ტექნიკური მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა.
თანამშრომლობისას თავს კომფორტულად რომ გრძნობდე, გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული 1500 ლარი, ბონუსი - 2000 ლარი (საშუალოდ გენერირებული)
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ავტომობილის ცვეთის და საწვავის ხარჯების ანაზღაურებას
** კორპორაციულ ნომერს და სატელეფონო ლიმიტს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** შიდა ეფექტურ სასწავლო სისტემას
** CRM პროგრამაში მუშაობის შესაძლებლობას
** სამუშაო განაკვეთს: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე (1 სთ შესვენება)
** ანაზღაურებად შვებულებას - 24 სამუშაო დღე
გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/manager_aupk/
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
|
|
|
|