დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
არამექს ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
|
ქოლ-ცენტრის ოპერატორი / რესეფშენი
მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის საინფორმაციო, საკონსულტაციო და გზავნილების საძიებო მომსახურების გაწევა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია სატელეფონო და Facebook არხებით, კომპანიის მომსახურების სტანდარტის დაცვით;
** მომხმარებლებთან ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციის წარმოება;
** მომხმარებლების დახვედრა და კოორდინირება საჭიროებისამებრ;
** მომხმარებლისთვის კომპანიის სერვისების გაცნობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook)
** სასურველია კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჯგუფურად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული (10:00-დან 18:00-მდე)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი, N59
ანაზღაურება 1300-1500 Net
nata@aramex.com
|
|
|
|