დასახელება:
კონსტრუქციული პროექტების ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
დომუს კონსტრაქშენი
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 15 აგვისტო
|
Domus Construction-ის გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და ორგანიზებულ გუნდის წევრს, რომელიც ჩაერთვება კონსტრუქციული პროექტების ხარჯების ანალიზისა და ოპტიმიზაციის პროცესებში, უზრუნველყოფს ბიუჯეტირების მხარდაჭერას.
პოზიცია: კონსტრუქციული პროექტების ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, თამარაშვილის 13ნ
განაცხადის ბოლო ვადა: 15 აგვისტო, 2025.
ძირითადი მოვალეობები:
** მიმდინარე პროექტების (კონსტრუქციული) ტექნიკურ და ფინანსურ ანალიზზე დაყრდნობით ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება (რესურსების დაზოგვა, არაეფექტური ხარჯების ამოცნობა).
** დანახარჯების შედარებითი ანალიზი: ფაქტობრივი დანახარჯების შედარება გეგმიურ მაჩვენებლებთან.
** ხარჯთაღრიცხვების მომზადება პროექტების ამონაკრებისა და მასალების სპეციფიკაციისა მიხედვით;
** პროექტის ბიუჯეტის შედგენის პროცესში აქტიური ჩართულობა და შესაბამისი მონაცემების ორგანიზება;
** პროექტის და ტექნიკურ გუნდთან (არქიტექტორები, ინჟინრები) და სხვა ჩართულ მხარეებთან კოორდინაცია - საჭირო ინფორმაციის მოძიება, შეხვედრებზე დასწრება და სხვა.
** პროექტში გამოყენებული მასალების რაოდენობრივი აღრიცხვა
** შესრულებული სამუშაოების მოცულობის შეფასება.
სავალდებულო უნარები და გამოცდილება:
** სამშენებლო ან საინჟინრო ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული.
** მინიმუმ 1 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება კონსტრუქციულ პროექტებზე მუშაობის მიმართულებით.
** ტექნიკური ნახაზების, პროექტებისა და სპეციფიკაციების წაკითხვის და ინტერპრეტაციის უნარი.
** AutoCAD-ის ცოდნა სავალდებულოა.
** Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა, მათ შორის ფორმულების, ცხრილებისა და მონაცემთა ანალიზის გამოყენება სავალდებულოა.
** რაოდენობრივი ანალიზის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ბიუჯეტირებისა და ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება — ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე career@domusi.com და მეილის სათაურში მიუთითეთ "DC_TS /08.25".
|
|
|
|